
ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მითითება შესრულდეს, პოლარიზაციის დასრულების მომხრეა ოპოზიციური სპექტრიც, მაგრამ დღეს ორი მთავარი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.სად შეიძლება ასეთმა პაექრობამ მიგვიყვანოს? რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიმართა.
„ესაა ჩვეულებრივი ქართული პოლიტიკა. ჩვენ ხომ დიალოგის კულტურა ვერ შევიძინეთ. აგრესიული მონოლოგებით ვსაუბრობთ ერთმანეთთან. ეს არის ნეგატიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ქართული სახელმწიფოს განვითარებას.
ანუ მხოლოდ ნეგატივზე, აგრესიაზე და ურთიერთშელაპარაკებაზე ორიენტირებული ურთიერთობაა პოზიციასა და ოპოზიციას შორის, ჩვენ სხვა რამ არც გვინახავს. შესაბამისად, ის, რაც დღეს ხდება, ორი პარტიის თავმჯდომარეს შორის, ეს გამონაკლისი კი არაა, პირიქით, კანონზომიერია.
ასე ხდებოდა ყოველთვის. ჩვენ ზუსტადაც რომ დიალოგი არ გვინახავს, თორემ ურთიერთშეურაცხყოფასა და ურთიერთაგრესიას ვუყურებთ მუდმივად. დღეს და გუშინ შეიძლება უფრო მეტი ითქვა, მაგრამ ეს სისტემურად არაფერს არ ცვლის.
ა
მ ყველაფერს ევროპიდან შეაფასებენ, რომ არაფერი არ იცვლება. როგორც აგინებდნენ, ისევ ისე აგინებენ ერთმანეთს. რამე განსაკუთრებული ხომ არ მომხდარა, ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. შესაბამისად ევროპამ შეიძლება თქვას, რომ მოწოდების მიუხედავად, პარტიები აგრძელებენ სიძულვილის ენით ერთმანეთთან კომუნიკაციას და დიალოგზე ფაქტობრივად უარს აცხადებენ,“ – ამბობს ხუხაშვილი.
0
0