
„ისე სწრაფად მიდიან, გვარამიას შემდეგ ბადრი ესებუას გათავისუფლებას მოითხოვენ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის დაფუძნებას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კამპანია ძალიან მალე მივა ესებუამდეც. ისეთი ტემპებით მიდიან [ოპოზიცია] კრიმინალების დაცვის მიმართულებით, რომ ბოლოს პოლიტიკურ კამპანიას წამოიწყებენ ბადრი ესებუას გასათავისუფლებლად. სირცხვილია ეს ყველაფერი. სასჯელი უნდა იყოს აღსრულებული. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, 16 თებერვალს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დაფუძნდა. მოძრაობის წევრები ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
0
0