
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის Kan-ის ინფორმაციით, ისრაელის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, განაცხადა, რომ პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ საკითხზე გამართული მოლაპარაკებების დროს შემუშავებული ჩარჩო „„ჰამასის“ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.
მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ პესიმისტური განწყობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰამასთან“ მიღწეული იქნება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ღაზაში მყოფი 40 ტყვე უნდა გათავისუფლდეს.
ასევე, როგორც ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოს [Mossad] ხელმძღვანელმა დევიდ ბარნეამ მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, შეთანხმება ვერ მიიღწევა, თუ ისრაელი ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას მნიშვნელოვნად არ გაზრდის.
ისრაელის მედიის თანახმად, მთავარ დაბრკოლებას ისრაელის დაჟინებული მოთხოვნა ქმნის, რომლის თანახმად, ვერანაირი საზავო შეთანხმება ვერ იქნება ომის დასრულების გარანტი.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით კი, ისრაელი მზად არის შეთანხმებისთვის და ახლა „ჰამასის“ გადასაწყვეტია უარი თქვას მოთხოვნებზე, რომლებიც, მისი თქმით, "არაადეკვატური" და "მიუღებელია".
„ცხადია, ჩვენ თანახმა ვართ ამ გარიგებაზე, თუ შესაძლებელი გახდება. ეს „ჰამასზეა“ დამოკიდებული - მათი გადასაწყვეტია,” - განუცხადა ნეთანიაჰუმ Fox News-ს.
0
0