ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა „ჰამასმა“ და „ჰუსიტებმა“ სამძიმარი გამოაცხადეს ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის, დაღუპვის გამო.
"ამ უდიდესი დანაკარგის გამო, უღრმეს სამძიმარსა და სოლიდარობას ვუცხადებთ ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის, ირანის მთავრობას და ირანელ ხალხს,“ - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
„ჰამასმა“ დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ირანელი ლიდერების მიერ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში პალესტინისთვის უზრუნველყოფილი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ირანის "მტკიცე ინსტიტუტები" ქვეყანას "ამ დიდი დანაკარგის შედეგების" გადალახვაში დაეხმარება.
როგორც ცნობილია, ირანმა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რამდენიმე მარიონეტული დაჯგუფების სამხედრო წვრთნა დააფინანსა, მათ შორისაა „ჰამასი“ - ღაზაში, „ჰუსიტები“ - იემენში, „ჰეზბოლა“ - ლიბანში და რიგი სხვა ფრაქციები, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.
0
0