
,,ღვინო ღვთის საჩუქარია და მისი მსმელებისთვის ის სიხარულის ნამდვილი წყაროა", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, იტალიელ მეღვინეებთან პირად აუდიენციაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში იყო.
„ღვინო, მიწა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების უნარები ღმერთისგან მონიჭებული ძღვენია, რომელსაც ჩვენი პატიოსნებით მას სიხარულის ნამდვილ წყაროდ ვაქცევთ. თუმცა მეღვინეებმა თავიანთი მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობებიც უნდა გაითვალისწინონ. თანამშრომლებს სამართლიანად უნდა მოექცეთ, უზრუნველყოთ სუფთა გარემო და განავითაროთ სასმელის მიღების ჯანსაღი ჩვევები,“ - მიმართა რომის პაპმა მეღვინეებს.
ღონისძიებას, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში ყოველწლიურად ტარდება, ვერონას ეპისკოპოსი, დომენიკო პომპილი ორგანიზატორობდა.
"წმინდა პავლემ თქვა - ერთი ჭიქა ღვინის [ზომიერად] მირთმევა კარგია გასახალისებლად", - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
0
0