გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა
A-
+A

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ ორგანიზებით, გაიმართა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება; ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა.
დღის პირველი ნაწილი ჭიდაობის ჩემპიონატს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი, 2010-2011 წლებში დაბადებული ვაჟი სპორტსმენები. ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები და მედლები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთს მთავრობის წევრები, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, ‘’აფხაზეთის მეომართა კავშირის’’ თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ლილუაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. საპატიო სტუმრების რანგში მოწვეულნი იყვნენ ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტები: ‘’ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ხუბულური.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა, ცენტრის სასწავლო მიმართულებები დაათვალიერეს და პრაქტიკულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
სტუმრებმა გომბორის ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის საგამოფენო მაგიდები დაათვალიერეს და შესაბამის მიმართულებებს გაეცნენ.
სტუმრებისთვის, ასევე, მოწყობილი იყო ორი სასროლო სივრცე. ერთ სივრცეში შესაძლებელი იყო, აირსოფტის ტიპის სასროლო იარაღიდან ტყვიებით დამიზნებით სროლა, ხოლო მეორე სივრცეში_ ლაზერული სროლის სისტემის გამოყენება. საგამოფენო და სასროლო სივრცეების დათვალიერებისას, სტუმრებს მასპინძლობას უწევდა მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი.
შემდეგ, სტუმრებმა მომდევნო ლოკაციაზე გადაინაცვლეს, სადაც გომბორის ცენტრში პრაქტიკულ-სიმულაციური ერთობლივი სწავლება გაიმართა საგანგებო ვითარებაზე მოხალისეთა რაზმების რეაგირების თაობაზე. სწავლებაში მონაწილეობდნენ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს სწავლება გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში.
სწავლებაში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი მოძრავი ამბულატორიით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გლდანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
0
0
19
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%