
ოპოზიციამ ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, წინ წასვლისთვის ხელისუფლება უნდა შევცვალოთ - ხელისუფლების შეცვლის გარეშე წინ სვლას არ ველოდები, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
სამადაშვილის შეფასებით, ევროკომისიის ანგარიშში ყველაფერი რომ ჩაწერილიყო, რასაც ევროკომისია ფიქრობს, პოზიტიური დადგენილებას ვერ დაწერდნენ.
მისივე თქმით, საქართველო აღმოჩნდა ევროკავშირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
„ევროკომისიის ანგარიში ყველაფერი რომ ჩაწერილიყო, რასაც ევროკომისია ფიქრობს, პოზიტიური დადგენილებას ვერ დაწერდნენ. ეს ანგარიში დაიწერა იმ მოსაზრებით, რომ შანსი მისცენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღმოვჩნდით ევროკავშირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, ჩვენ გავჩერდებით“,- განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო შემდეგ ეტაპზე, რასაც მოლაპარაკებების გახსნა ჰქვია, ვერ გადავა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025