ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობა Telegram-ზე წერს, რომ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა და ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტას საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის პოზიცია დაიკავა და არ დაგმო ბელგოროდზე 30 დეკემბრის თავდასხმა, რასაც რუსული მხარის ცნობით, 25 ადამიანი ემსხვერპლა.
„მალტა აგრძელებს მისი წინამორბედების კურსს უკრაინაში სიტუაციის ცალმხრივი და მიკერძოებული შეფასებების მიმართულებით. ეუთოს გენერალურმა მდივანმა ღიად დაიკავა კიევის კრიმინალური რეჟიმის მხარე და სიტყვაც არ უთქვამს უკრაინის ჯარების მიერ ბელგოროდში ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმების დასაგმობად, რასაც მოჰყვა ათობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვა. ამგვარად, მალტა და ეუთოს სამდივნო საკუთარი მანდატების დარღვევით, აგრძელებენ კურსს ორგანიზაციის იძულებითი კოლაფსისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0