
ჯოზეფინა რივერას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საშიში, მოძალადე კაცის მანქანაში ჯდებოდა. რივერა 1986 წელს სექს-მუშაკი იყო, როდესაც ის რამდენიმე თვით ტყვედ აიყვანა გარი ჰეიდნიკმა, ეკლესიის თვითმარქვია „ეპისკოპოსმა“. ჰეიდნიკმა გაიტაცა სხვა ქალებიც, მათ აუპატიურებდა, ორი მათგანი კი მოკლა.
„ეპისკოპოსს“ ქალები სარდაფში რამდენიმე თვის განმავლობაში ჰყავდა მიჯაჭვული.
რივერამ გაქცევა მოახერხა, რამაც გამოიწვია კიდევ სამი ქალის გადარჩენა. თავდაპირველად აპისკოპოსმა ქალს თავი სხვა ადამიანად გააცნო და სახლში წაიყვანა.
მას შემდეგ, რაც მათ სექსი ჰქონდათ ჰეიდნიკის ზედა სართულზე საძინებელში, მან დაიწყო რივერას დახრჩობა და ხელბორკილები დაადო. ამის შემდეგ კი ძალით ჩასვა სარდაფში.

„სარდაფში ჭუჭყიანი ლეიბი იდო, ჩემს თავს ვუთხარი - ეს ბიჭი აპირებს, აქ დაგმარხოს“,- იხსენებს ჯოზეფინა.
რივერა სარდაფში სხვა ქალებთან ერთად იმყოფებოდა. ხანდახან მამაკაცი სარდაფში შემავალ ხვრელს ლუქავდა, რის გამოც ქალებს სრულ სიბნელეში უწევდათ ყოფნა.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ეპისკოპოსი მას სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდა და აწამებდა. საბოლოოდ ჯოზეფინამ გაქცევა მოახერხა, რის გამოც სარდაფში მყოფი სხვა ქალებიც გადარჩნენ.
0
0