17/04/2024
17:25
საზოგადოება
„ენჯეოები“ ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი რეპუტაცია შელახონ. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ „ენჯეოებს“ საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მდგომარეობაში დონორ ორგანიზაციებს არ ჩააგდებდნენ.
როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს, კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული „ენჯეო“ წლების განმავლობაში თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც სამწუხაროდ არ იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, შესაბამისად კონკრეტული „ენჯეოები“ თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნა პრემიერმა.
0
0