-share.jpg)
„როდესაც „დოჟდმა“ აქ მაუწყებლობა დაიწყო, ამან ძალიან გამაკვირვა. ისინი რევიზორებივით იქცეოდნენ, რომლებიც ჩამოვიდნენ მოსკოვიდან.“- აცხადებს ლატვიელი რეჟსორი, ალვის ჰერმანისი.
„მე ასი პროცენტიანი სიმპათია მქონდა ამ არხისადმი და ვცდილობდი მათ დახმარებას. ისინი დავაკავშირე ჩემ ნაცნობებთან, რომლებიც ამ სფეროში არიან. როდესაც მათ აქ მაუწყებლობა დაიწყეს, ამან ძალიან გამაკვირვა. ისინი რევიზორებივით იქცეოდნენ, რომლებიც ჩამოვიდნენ მოსკოვიდან. დაიწყეს ჩვენი მაღალჩინოსნების დაკითხვა და ასე შემდეგ.
მითუმეტეს, ეს მოხდა მაშინ, როდესაც იყო ძეგლთან დაკავშირებული კონტექსტი, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. -საუბარია იმაზე, რომ კოტრიკაძე ქალაქ რიგის მერთან ინტერვიუში კითხულობდა, რატომ დაიწყეს რუსი მეომრების ძეგლის აღება -ეს იყო ჩვენ მერთან ძალიან მიკერძოებული ინტერვიუ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს სიტუაცია იყო ძალიან ფაქიზი და ის, რომ მან ეს თემა კიდევ ერთხელ წამოწია და დაიწყო ნავის რყევა, ეს მართლაც ძალიან, ძალიან სახიფათო იყო ამ ვითარებაში.
ვინაიდან ჩვენ მშვენივრად ვიცით, ტალინში როგორ დასრულდა ძეგლების ისტორია. ეს იყო დარბევა (погром) მთელი ძველი ქალაქის მასშტაბით.“- განაცხადა ლატვიელმა რეჟსორმა.
მისი თქმით, ამ მაგალითით, ლატვიაში ძალიან მალე მიხვდნენ, რომ თუკი რუსეთის ოპოზიციონერები პუტინის წინააღმდეგ არიან, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მოკავშირეები არიან.
„ლატვიის კანონმდებლობით, ტერორისტული სახელმწიფოსადმი თანაგრძნობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც სინამდვილეში, თავად მოიწვია „დოჟდი“ აქ, მან აქ ინტერვიუში ამაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ლიზენციის ჩამორთმევით არ დასრულდება, რადგან ამაზე არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუნდაც მხოლოდ ტერორისტებისადმი თანაგრძნობისთვის. აი, ასეთი კანონები გვაქვს. და ასეთია ომის კანონებიც.“- აღნიშნა ალვის ჰერმანისმა.
რეჟისორი რუსეთის ოპოზიციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათში კვლავ იმპერიალისტური ზრახვებია.
„ მე ვფიქრობ, რუსეთის ოპოზიციას რაღაც ძალიან შეეშალა და მათ ვერ გაიგეს, რომ აქ ისინი ფრონტის სხვა მხარეს არიან. თუკი „დოჟდს“ სურს მუშაობის გაგრძელება, უნდა წავიდნენ არა ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებიც ირიბად და პირდაპირ მონაწილეობენ ამ ომში. ვფიქრობ, მათ ყაზახეთშიც კი შეიძლება შეექმნათ პრობლემები.
მონღოლეთის შესახებ უნდა დაფიქრდნენ. რაც „დოჟდთან“ დაკავშირებით მოხდა ახლა, ეს არის ჭეშმარიტების მომენტი რუსეთის მთელი ოპოზიციისთვის. მათ შორის არის დიდი ნაწილი, ვისშიც შენარჩუნდა იმპერიული ოპტიკა და ჩვენ კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება მშვენიერი მომავლის რუსეთი.
ამ დღეებში ეს გასაგები გახდა. ისინი არ იქნებიან ჩვენი მეგობრები. საჭიროა, არა მხოლოდ პუტინის შეცვლა, თითოეულმა რუსმა ადამიანმა უნდა შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება და შეგნება თუ რა ხდება. მათთვის პატარა ლატვია მილიონიანი მოსახლეობით არის მოსკოვის ერთი მიკრორაიონი. შეუძლიათ, მთელი იმპერიული კომპლექსები საკუთარ საპირფარეშოებში ლურმანზე ჩამოკიდონ. ეს ყველაფერი უკვე დასრულებულია. გლამურული ოპოზიცია თავისი იმპერიული კომპლექსებით ლატვიაში ვეღარ გამოჩნდება. ისინი აქედან უბრალო, უნდა მოშორდნენ და რაც უფრო სწრაფად, უკეთესი.- ამბობს ალვის ჰერმანისი.
0
0