
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჩუბინიძე სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა. "ასავალ დასავალის" მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი დიტო ჩუბინიძის დაკავების ფაქტს ვრცელი წერილით გამოეხმაურა. ის ამტკიცებს რომ ჩუბინიძე "უწყინარი შეკითხვის" გამო ისჯება.
მმართველ გუნდში ჩუბინიძის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნადარეიშვილი "ასავალ დასავალის" წარმომადგენლის მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ქმედებების მსუბუქ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს.
0
0