
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, სადაც დევნილთა დასახლებაა, 60 წლამდე ქალი მოკლეს. მეზობლების ცნობით, ნაცემია მოკლულის ქმარი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეზობლების ცნობით, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარი. მამაკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
“შვილიშვილმა ბებია ბაბუის თავმწინ თოკით გაგუდა” - ამბობენ მეზობლბი.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გაამთენიისას 5 ივლისს სცადეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დანაშაული შვილიშვილმა ჩაიდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026