
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და გაიხსენა ევროპელი სტუმრის ყაზბეგში ლაშქრობის ეპიზოდი.
„არ მომეწონა ბორელის მოქმედება, როდესაც სპორტულებში გამოწყობილი სასეირნოდ ავიდა ყაზბეგში. სეირნობის დრო არ გვაქვს!
მე აქაურების გასაგონადაც ვამბობ და ევროპელებისთვისაც, ევროპელების სეირნობამ და ლობირებამ ბიძინა ივანიშვილისა, იმან, რომ დღემდე უკანონოდ მოქალაქეა ევროკავშირის ივანიშვილი და არ ართმევენ სტატუსს... თავიანთი მოქალაქე ჯერ თვითონ უნდა დაასანქცირონ, ამერიკას რას უყურებენ?
ბორელის პასუხიმგებლობაც არის აქ, აღარაფერს ვამბობ შარლ მიშელზე, რომელიც „ჩამოგოგმანდა“ აქ და შეყარა ოპოზიცია პარლამენტში“, - თქვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი, საქართველოში ვიზიტის დროს, 11 სექტემბერს, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად ყაზბეგის რაიონში, ლაშქრობაში იმყოფებოდა, სადაც ის ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდგომ სასტუმროს ეწვია. მანამდე კი ბორელი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასავე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025