
ესპანეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, ანხელ გაბილონდომ, პარასკევს პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში განაცხადა, რომ მოსახლეობის 0,6% შესაძლოა, კათოლიკე მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
გაბილონდოს აღნიშნული მონაცემები 8000-ზე მეტ გამოკითხულ ადამიანს უკავშირდება. აქედან, გამოკითხულთა 0,6%-მა განაცხადა, რომ მათზე ძალადობდა კათოლიკე მღვდელი და თუ ჩავთვლით საერო პირებს, როგორიცაა საეკლესიო სკოლების მასწავლებლები, პროცენტი 1,1-მდე იზრდება.
„თუ აიღებთ ამ 0,6%-ს, თქვენ ხედავთ რა მასშტაბებს შეიძლება ნიშნავდეს ეს საერთო დარღვევების თვალსაზრისით“, - თქვა ესპანელმა ომბუდსმენმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
ესპანეთის მოსახლეობა, დაახლოებით, 48 მილიონია, ამიტომ გაბილონდოს მონაცემებით, ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირთა მხრიდან სექსუალური ძალადობის 288 000 მსხვერპლია. მეტიც, ძალადობის მსხვერპლთა თითქმის 65% მამაკაცია, ნათქვამია მოხსენებაში.
0
0