“ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს... შშმ პირი იყო" – სასტიკი მკვლელობა ბოლნისში
A-
+A
-share.jpg)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 34 წლის კაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. თანასოფლელებმა მისი ცხედარი ტყეში, ნაწამები იპოვეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მათი თქმით, დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო.
“ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ძალიან წყნარი, უვნებელი იყო…საწყალი ბიჭი წამებით მოკლეს. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს…სოფლიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს წამებით. პოლიცია დადის და ეძებს დამნაშავეებს,” – ამბობენ ადგილობრივები.
0
0
703
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%