
“მისი წონა 61 კილოა. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტადაა, ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილას და ახლა ასეთ მდგომარეობაშია”, ამის შესახებ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის სააკაშვილთან შესვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება, რომელსაც ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის.
"მისი წონა 61 კილოა. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტადაა, ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილას და ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მე არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს რომელმა თამაშმა და რომელმა მსახიობობამ. ეს კონსილიუმის ექიმები ალბათ იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდა, ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. პირადად მე არცერთს ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ექიმები არიან, მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ თავის დასკვნას. მე ასე წარმომიდგენია, რომ ესეც უნდა დაერთოს და თვითონ კლინიკის ცნობაც ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე დეტალური ინფორმაცია ამათ აქვთ, - თქვა გიული ალასანიამ.
0
0