
კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შევიდნენ. როგორც ცნობილია, მათ შეხვედრა სურთ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან, ასევე “ვივა მედის” კლინიკურ დირექტორთან.
გარდა ამისა, კონსილიუმის წევრი ექიმები გასინჯავენ მიხეილ სააკაშვილს და შემდგომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას მოამზადებენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება, რომელსაც ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ბოლოს 2022 წლის 6 დეკემბერს მოინახულეს. ოჯახის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026