
"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი "დღის ამბებში" პარტიის მომავალ გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ევროპული საქართველო" საკუთარ ადგილს ალიანსში ხედავს, რომელიც მათ პრინციპებზე იქნება მორგებული.
თამარ ჩერგოლეიშვილი ბარიერის არდაწევის შემთხვევაში იმ რისკებზე საუბრობს, რის წინაშეც ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი დარჩება მოგებული.
“თუ ოთხი-ხუთი პარტია 5% ბარიერს ვერ ლახავს, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, მაინც ბიძინა იგებს. ნაცმოძრაობის გარდა უნდა არსებობდეს ოთხი-ხუთი პარტია, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლია. ან უნდა არსებობდეს სამი ორნიშნა პარტია და უფრო რეალისტური მგონია, რომ ხუთი ერთნიშნა პარტია არსებობდეს. მე ვერ ვხედავ ვერანაირი მიზეზს, ბიძინა ივანიშვილმა რატომ უნდა დათმოს ბარიერი, ჩვენ უნდა დავათმობინოთ? ოპოზიციას ამისი ძალა არ აქვს. ოპოზიციის მხრიდან 2%-იან ბარიერზე ღნავილი არაფერ შუაში არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან. სულ ცალ ფეხზე ჰკიდია საქართველოს მოსახლეობას ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. მე ბარიერზე დროის ფლანგვას მირჩევნია, 5%-ის დაგროვებაზე ვხარჯო დრო” - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
0
0