
ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის წარმომადგენელტა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ჰაკის თქმით, საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან, “უცხოური გავლენების” კანონი კი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა.
“ეს მოსმენა უკიდურესად მნიშვნელოვან დროს ტარდება, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე, საქართველოს სამომავლო დემოკრატიისთვისაც.
საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს. მან მიიღო არადემოკრატიული კანონპროექტები, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, დეზინფორმაცია და რეტორიკული თავდასხმები დაიწყო აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს.
“უცხოური გავლენების” კანონი, რომელიც მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ 28 მაისს მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, შექმნია კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისებიდა და ჟურნალისტების “გაშავებისთვის” და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების შიშით დამორჩილებისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ქართველი ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათი დემოკრატიული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ამავდროულად ნათლად ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ის არასწორი მიმართულებით მიერმართებოდა”, - განაცხადა ჰაკმა.
0
0