
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინიკო მშვიდობაძე გურიაში, სოფელ ჯიხანჯირში ტრაგიკულად დაღუპული მეშვიდე კლასელის, იური გუჯაბიძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მძიმე ფოტოა და ფოტოზე უფრო მძიმე რეალობა...
დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე... სხვები გადაარჩინა... არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა - გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც ... ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე“ - წერს მშვიდობაძე.
გურიაში, ტრაგიკულად დაღუპული მეორე არასრულწლოვანი მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძეა. მისი ცხედარი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. ის სტიქიას სოფელ ჯიხანჯირში ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სულ სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის.
ტრაგედია დატრიალდა ჯუმათშიც. მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილი. მისი ცხედარი მაშველებმა დილითვე იპოვეს.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026