-share.jpg)
ჯუმათში დაღუპულ 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილს ახლობლები გლოვობენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა.
"ჩემო ბუთქუჩა თოკო, შენ მოგიკვდი, ეს რა დღე გათენდა, შვილო, ეს რა წარღვნა მოვიდა... ანგელოზო გავიფრინდი... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი რით ვანუგეშო შენი მშობლები დები და ძმა. ყველას რომ უყვარდი, თოკო.“
„შენ ჩემი შვილივით მიყვარდი, თორნიკე... ეს რატომ, რატომ... ჩემო ცხოვრება, მანდ მინდა ვიყო, ჩაგეხუტო, ჩემო სიცოცხლე. რატომ გათენდა ასეთი დღე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი ნახევარი გული შენ წაიღე... შვილო, თორნიკე...“ - წერენ ოჯახის ახლობლები.
სტიქიას გურიაში 2 ადამიანი ემსხვერპლა.
11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილი და 82 წლის ქალი მეწყერის ჩამოწოლოს შედეგად დაიღუპნენ.
ერთი მოზარდის ძებნა გრძელდება.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026