16/04/2024
21:28
საზოგადოება
“არც ვიცი, რა ვთქვა ან რა გავაკეთო ჩემი ქვეყნის საშველად. ძალიან მტკივა გული, რომ მოღალატეების და ფულზე გაყიდულების ხელშია ჩვენი საყვარელი სამშობლო! “– აცხადებს მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი “ნეტგაზეთთან.”
“ევროინტეგრაციაზე ზედმეტია საუბარი, როდესაც რუსეთის მაგალითს მიჰყვება ქვეყანა და მსგავსი კანონების განხილვაზე საუბრობს! ეს მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი კიდე არის ყველაზე დაუნდობელი და დესპოტი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ყურმოჭრილი მონა. ამიტომ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!
ჩვენი ხალხი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ფეხბურთის მატჩის საყურებლად ერთიანდება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს, მხოლოდ ერთეულები გამოდიან და ისიც ცემის, ძალადობის ან დაპატიმრების შიშით ამ მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტური განუკითხაობის, უსამართლობის და მწვავე კორუფციის პერიოდში. ამ მთავრობამ კი ისეთი ქონება დააგროვა ამ რამდენიმე წელიწადში, რომ მათი წასვლის ალბათობა აბსოლუტურად არ არსებობს, თუ მართლა საქართველოს მოსახლეობის 100% არ გამოვიდა ქუჩაში და არ გააპროტესტა ქართული ოცნების არსებობა.
ეს კი არ მოხდება, რადგან ალტერნატივა არ არსებობს! არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც ქვეყნის და ხალხის მომავალზე იზრუნებს”– ამბობს ანიტა რაჭვლიშვილი.
0
0