დასავლეთი, როგორც ჩანს, შეშფოთებულია, მას კვლავ იპყრობს საომარი ნეგატივიზმი და ნერვიულობა. შეერთებულ შტატებში ციებ-ცხელებაა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო და ევროპის რამდენიმე ძირითადი ქვეყანა შეშფოთებულია წარსულის გამო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი გრიგორი კარასინი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნატოს მიმავალი გენერალური მდივანი სტოლტენბერგი არ წყნარდება. ის უკრაინას სამხედრო ბლოკისთვის პრიორიტეტულ ნადავლად მიიჩნევს.
„მას ეხმიანება ბორელი, მიშელი და დასავლელი სამხედროებისა და პოლიტიკოსების მთელი გუნდი. ვაშინგტონში ნატოს მომავალი საიუბილეო სამიტისთვის მედიახელოვნების მომზადება მიმდინარეობს. ჩართულია ფართო არსენალი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაუღალავად აშინებს საქართველოს ევროკავშირისადმი დაუმორჩილებლობის მძიმე შედეგებით.
ამ ფონზე, პრეზიდენტი პუტინის ბოლო ვიზიტები ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, უზბეკეთში, მისი შეხვედრები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერებთან, ასევე უნგრეთის და ინდოეთის პრემიერ მინისტრების მოსკოვში ვიზიტი კონსტრუქციულ და დამაჯერებელ კონტრასტს ჰგავს.
BRICS-ის საპარლამენტო ფორუმი შეიკრიბება სანკტ-პეტერბურგში და ამ ასოციაციის სამიტისთვის მზადება ოქტომბერში ყაზანში გაგრძელდება.
აშკარა ხდება, რომ ჩვენი დღის წესრიგი საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან“ - წერს კარასინი.
0
0