
"ემპათიას" ექსპერტ-ფსიქოლოგის ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 45-წუთიანი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს.
ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება და მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა. ეს საკმაოდ დაბალი რიცხვია“- განაცხადა ლიანა ჩოხელმა.
0
0