
ცენტრ “ემპათიას” დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი “ემპათია” – Rct Empathy ს დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა:
ისმის კითხვა: რომელი კანონით?
ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.
ცენტრი “ემპათიას" დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი.
სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის “დასაბუთებული” დასკვნები", - წერს ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ “ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ “ემპათიას” მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი”.
0
0