
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ აშშ "მკაცრად გმობს" საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას, მათ შორის, იგი ახსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას მიმართ. ეს არის “ქართული ოცნების” მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს”. - წერს მილერი პლატფორმა X-ზე.
როგორც ცნობილია, მეთიუ მილერს მალე ტემი ბრიუსი შეცვლის. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტემი ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პოსტზე წარადგინა.
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026