02/05/2024
13:30
პოლიტიკა
“ნუ იქნებით იარაღი მტრის ხელში, ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას” - ასე მიმართავს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, კონსტანტინე ზარნაძე ახალგაზრდებს:
“ვაკვირდები გასული დღეების მოვლენებს და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, ემოციები იმდენად ჭარბობს, დანარჩენი ყველაფერი დაკარგულია. მეგობრებო, თანატოლები, ახალგაზრდებო, ერთი რამ მინდა გითხრათ, ევროპა და ევროპული განვითარება გვინდა ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მაგრამ პირველ რიგში პრიორიტეტია საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება! კარგად დაიმახსოვრეთ - საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება! მოვლენების ამგვარი განვითარება ერთი-ერთში იმეორებს კიევში მაიდანის “სპეცოპერაციას”, სადამდე მიიყვანა უკრაინა ასეთმა მიდგომებმა კარგად ვხედავთ, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ეკონომიკური ერთობის წევრი, ჩვენ არ გვიცავს ნატოს შეიარაღებული ძალები და ხელსაც არ გაანძრევენ აქ რომ რამე მოხდეს, ამიტომ გთხოვთ, პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ნუ იქნებით იარაღი მტრის ხელში, ნუ გააკეთებთ მათ გასაკეთებელს თქვენ და ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას.” - წერს ზარნაძე
0
0