
“მირჩევნია ცოცხალ სააკაშვილს ჩავუტარო ექსპერტიზა, ვიდრე გარდაცვლილს” - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “სააკაშვილს ბევრი აქვს სათქმელი საქართველოს უახლესი ისტორიიდან”.
“სააკაშვილს შესთავაზეს ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ მისმა ადვოკატმა თავი გაიგიჟა და უარი განაცხადა. სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს, მან პასუხი უნდა აგოს. მირჩევნია, ცოცხალ სააკაშვილს ჩავუტარო ექსპერტიზა, ვიდრე გარდაცვლილს — და რატომ: ჯერ ერთი, სუფთა ადამიანურად და მეორე იმიტომ, რომ მას ბევრი აქვს სათქმელი საქართველოს უახლესი ისტორიიდან და რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ეს ჩვენ ძალიან გამოგვადგება, ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან სასაუბროდ, განსაკუთრებით, კოდორის ხეობაზე. გონივრული იქნებოდა აღიარებითი ჩვენება და საპროცესო გარიგება, მაგრამ ალბათ, ეს ბოლოსთვის შემოიტოვეს”, განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა sezon.tv-სთან ინტერვიუში.
0
0