
რატი ბრეგაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს მმართველ ძალაში მყოფებს პარტიის მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში დანაშაულებზე საუბარი არ სურთ. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და პარლამენტში „მინისტრის საათის“ დროს მომხდარი ფაქტი გაიხსენა.
„ზუსტად არ მახსოვს, მგონი ქალბატონი [სალომე] სამადაშვილი იყო, ვინც დასვა კითხვა წამებასთან დაკავშირებით. მას ამოვუღე ქართული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელშიც კონკრეტულ ფაქტებზე იყო საუბარი, რის გამოც დღეს ერთ-ერთი ადამიანი სასჯელს იხდის. როდესაც წავიკითხე კონკრეტულად რა არის წამება, ამას მოჰყვა ძალიან მძიმე რეაქციები და პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება.
იმიტომ რომ მათ დღემდე არ უნდათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. თუმცა ეს სიმართლე საბოლოო ჯამში მაინც არ იმალება. იქნება ეს ადგილობრივი სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო თუ სხვა საერთაშორისო ტრიბუნა, მათი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული აუცილებლად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა მინისტრმა.
0
0