-share.jpg)
ერთ კვირაში გაირკვევა ალბათ, ჩემი ძვირფასი კოლეგები აღმოჩნდებიან მოსყიდული „ქართული ოცნების“ მიერ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სანახაობა მოგვიწყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ეს პროცესი დრამას დაემსგავსა. იქ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი, აქ რეგლამენტში სხვადასხვა ცვლილება და ა.შ. რითიც ხან იფიქრებ, რომ პრეზიდენტის გადაყენება უნდათ და ხან იფიქრებ, რაღაც სხვა მიზანი აქვთ. ეს პროცესია და, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, ამასთან დაკავშირებით არ გამოვთქვათ რაღაც ღრმად ფილოსოფიური აზრები და დაველოდოთ. ერთ კვირაში გაირკვევა ალბათ, ჩემი ძვირფასი კოლეგები აღმოჩნდებიან მოსყიდული „ქართული ოცნების“ მიერ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სანახაობა მოგვიწყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ახლა არის კითხვა, რა მოხდება პარლამენტში.
„საკონსტიტუციო სასამართლოში ტყუილად რომ არ ჩავიდოდა კობახიძე, თავის დაწერილ კონსტიტუციაზე თავის სასამართლოში სალაპარაკოდ და წასაგებად. ფული იმდენი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ რიგში ჩადგება ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ამას მხარს დაუჭერს და იძახიან, არ გამოდის ეს საქმეო, თან, თითქოს ერთი შეხედვით, გადაჭრით. მეორე შეხედვით, რაღაც ცვლილებები შემოაქვთ რეგლამენტში, რომელიც ახლა, წესით, არაფერ შუაში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ ასეთი ხელოვნურად აგორებული თემებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოების ყურადღება არსებითი საკითხებიდან მსგავს დრამებზე გადაიტანოს.
0
0