
შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა. ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე "უმნიშვნელოვანესი" აქტივია "პროევროპელი" ზურაბიშვილისთვის, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან თანხვედრაშია.
„ნაცოპოზიციურ ფლანგზე კონსტიტუციის დამრღვევისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის ეს "დიადი აღიარებაა" - ის უნისონშია სერტიფიცირებულ თაღლითთან, მამუკა ხაზარაძესთან. ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე "უმნიშვნელოვანესი" აქტივია "პროევროპელი" ზურაბიშვილისთვის. შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა. საბოტაჟის ფერხულში სამარცხვინოდ ჩართული ქალბატონი პრეზიდენტი ჩაფლავებულ ნაცპროტესტებზეც რომ გამოჩნდეს, აღარავის გაუკვირდება. არც ისიც, თუ ვადის ამოწურვამდე, "ლელოს" ან სხვა ნაცაქტივისტებს დაასაქმებს ორბელიანების სასახლეში“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
0
0