-share.jpg)
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოცილაურ ქსელში წერს:
მთელი სხდომაა საჯარო რეესტრის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არეკლამებენ 2 სექტემბერს – ბოლო დღე და შანსი გაქვთ თქვენი ხელით დარეგისტრირდეთ “აგენტების რეესტრშიო”, ქართველებს ყველაფრის ბოლო დღემდე მიყვანა გვიყვარს და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდანო,
საქმე იმაშია, რომ 1%ზე ნაკლებმა ნჯო-მ წარადგინა განაცხადი და აშკარად გეგმის შესრულება ჩაუვარდათ.
ძალა ერთობაშია, აგენტები თქვენსკენ მოიკითხეთ! ეგ რეესტრი და თქვენი სახელები კი შევა მალე ქვეყნის ღალატის ისტორიაში ოქროს ასოებოთ. - წერს ლომჯარია.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისიდან
01/07/2026