
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, გაეთავისუფლებინა გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ის გააკრიტიკა.
„გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატის, ვადიმ პრისტაიკოს მძიმე შეცდომამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტ ზელენსკის სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ უკრაინის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გაეთავისუფლებინა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, პრისტაიკომ „არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა ზელენსკის განცხადებას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის მისამართით - „ჩვენ შეგვიძლია, ყოველ დილას, გაღვიძების შემდეგ პირადად გადავუხადოთ მინისტრს მადლობა“.
ამის შესახებ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც უოლესმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მეტი მადლიერება გამოიჩინონ დასავლეთის მიმართ სამხედრო დახმარებისთვის და მოკავშირეებს ისე ნუ აღიქვამენ, როგორც ონლაინ მაღაზია „ამაზონს“.
0
0