21/07/2023
13:12
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ვადიმ პრისტაიკოს ბრიტანეთში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების ტექსტის მიხედვით, პრისტაიკო გაათავისუფლეს უკრაინის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.
გასულ დღეებში პრისტაიკოს მოუწია აეხსნა თავისი შენიშვნა Sky News-ზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არაჯანსაღი სარკაზმის" შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლასის სიტყვების საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბენ უოლესმა ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში გააკეთა განცხადება, რომელშიც მან მოუწოდა უკრაინას მეტი მადლიერება გამოეხატა პარტნიორებისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად დააყენოს მოთხოვნები ახალი ტიპის იარაღის განბლოკვისთვის.
მან აღნიშნა, რომ კანონმდებლები, პირველ რიგში ამერიკელები, მიჩნევენ, რომ უკრაინის მხრიდან უფრო გამოხატული მადლიერება გააადვილებს გადაწყვეტილების მიღებას დახმარების შემდგომი გამოყოფის შესახებ.
უოლესის სიტყვებზე საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა დიდი მადლიერია ბრიტანეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის. მაგრამ მანვე დასძინა, რომ „დილით შეგვიძლია გავიღვიძოთ და მინისტრს პირადად მადლობა გადავუხადოთ”.
პრისტაიკომ, ამ დისკუსიის კომენტირებისას, განცხადებებს უწოდა „არაჯანსაღი სარკაზმი".
პრისტაიკო 2020 წლის 20 ივლისს პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა.
2017-2019 წლებში იყო უკრაინის ელჩი ნატოში.
0
0