
მარტვილის რაიონში ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი პირი, რომელსაც გუშინ ვერ აგნებდნენ, ნაპოვნია და მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ვაქცინაცია. ამის შესახებ მარტვუილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე აცრა ჩაუტარდა პირს, რომელიც გუშინ ვაქცინის მიღებაზე უარს აცხადებდა.
“ორივე ადამიანი მივიყვანეთ სამედიცინო ცენტრში და დაიწყო მათი ვაქცინაცია. მათთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა, თუმცა წუხელ საღამოს ორივე მივიყვანეთ ცენტრში და პირველი ვაქცინა ორივემ გაიკეთა” – აღნიშნა ჯანაშიამ.
როგორც ცნობილია, მარტვილში კარანტინი გამოცხადაა. არსებული ინფორმაციით, ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ძაღლი, რომელმაც 22 ადამიანი დაკბინა, რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის თავშესაფარში მოკვდა. მას ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა. გრძელდება ამ ძაღლის მიერ დაკბენილი ადამიანების მონიტორინგი. 22-ვე დაზარალებული ვაქცინირებულია.
0
0