28 თებერვალს მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცხედარი მის სახლთან ახლოს, ორმოში ხელოსნებმა იპოვეს, რის შემდეგაც მისი ამოცნობა მამამ შეძლო.
როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, ძირითადად თავის და ზურგის არეში.
დანაშაულში ბრალდებული ოთარ ცინდელიანია დაკავებული, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის მოკლული გოგონას ნათლიის შვილია.
რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
0
0