
გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლეკა მიქაძე დათო ევგენიძის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
„კარგად არის ყველაფერი…
დამთავრდა 12 საათიანი ოპერაცია და ხვალამდე ეძინებათ ბიჭებს.
მადლობა ყველას.
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქ იყავით ჩვენთან ერთად”, – წერს ლეკა მიქაძე.
“ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა”, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ლიკა ევგენიძეც ავრცელებს.
„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია! ყველაფერი მაგრად იქნება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის”, – წერს ლიკა ევგენიძე.
როგორც ცნობილია, მუსიკოს დათო ევგენიძეს ოპერაცია დღეს, თურქეთში ჩაუტარდა. მან ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. ცნობილია, რომ დონორი მისივე მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
როგორც სოციალურ ქსელში გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე დღეს წერდა, გიორგის ოპერაცია რამდენიმე საატის წინ დასრულდა და კარგად ჩაიარა, ხოლო დათო ევგენიძის მდგომარეობა გაჭიანურდა, ვინაიდან ექიმებს ცუდი მდგომარეობა დახვდათ.
„ახლა დამთავრდა გიორგის ოპერაცია, კარგად ჩაიარა. დათოს მდგომარეობა დახვდათ ძალიან ცუდი, ბევრი თრომბით და რადგან პარალელურად კეთდებოდა, ამიტომ გაიწელა გიორგის ოპერაციაც. დათოს სისხლძარღვები გაასუფთავეს და სადღაც 8 საათზე დასრულდება დათოს ოპერაციაც“, – წერდა რამდენიმე საათის წინ ლეკა მიქაძე, ვიდრე დათო ევგენიძის ოპერაცია დასრულდებოდა.
0
0