ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
შარმანაშვილის თქმით, ზურაბიშვილის საქციელი ყველა ზღვარს სცდება და მას პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია.
“ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს ? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას ? პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია. ყველა ზღვარს სცილდება ამ ქალბატონის საქციელი”, - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში, რომელის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ში საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას.
„იმედი მაქვს, ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0