ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს.
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის", - წერს ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, 2024 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისამდე ბელგია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როტაციის საფუძველზე ექვსი თვის ვადით ხდებიან. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა წამყვან როლს ასრულებს ევროკავშირის პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში.
მანამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინეს ევროკავშირის საბჭოში თავიანთი ქვეყნის თავმჯდომარეობის პროგრამა.
სხვა საკითხებთან ერთად, იგი მოიცავს დისკუსიებს ევროკავშირის რეფორმაზე, ინოვაციებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სტიმულირებაზე, ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვასა და მშვიდობის ხელშეწყობაზე.
0
0