დედოფლისწყაროში უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. ისინი ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდნენ რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები თამუნა და ვალერი ფრიდონაშვილები არიან. და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.
შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, სავარაუდოდ, 37 და 38 წლის და-ძმა.
მესამე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026