
“ბოდიშსაც არ მოუხდით თქვენს მაყურებელს? ახლა რატომ უნდა დავიჯერო თქვენი, როცა თავად მეუბნები, რომ ამდენი წელი მატყუებდი,” - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი მელაშვილი, “მთავარი არხის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას დღევანდელ განცხადებებს.
გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ “მთავარი არხი” “ნაცების” ტელევიზია აღარ არის.
ირაკლი მელაშვილი გიორგი გაბუნიას სოციალური ქსელით მიმართავს:
"გუშინდლამდე, ჟურნალისტი კი არა პროპაგანდისტები ვიყავით ყველაო. დღეიდან აღარ ვიქნებითო! სასწაულია პირდაპირ!
წლები რომ გვიმტკიცებდით, რუსთავი 2 და "მთავარი არხი" დამოუკიდებელი ტელევიზიები ვართ, სიმართლეს მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ, ყველაზე თავისუფალი ჟურნალიტები გვყავს და რომ გაჰყვიროდით, ვინც პარტიულ ტელევიზას გვეძახის ყველა ბიძინას ზებრები ხართო, იმას რა ვუყოთ?
ანუ მართლები ყოფილან ხომ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი დამოუკიდებლობის არ ჯეროდა და ნაცების ნების აღმსრულებლებად გვთლიდნენ?
თურმე წლების განმავლობაში ამ არხების ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მახინჯ სისტემას ემსახურებოდნენ, სიმართლეს კი ლაპარაკობდნენ, პარტიულ მითითებებს ასრულებდნენ და ნაცების პროპაგანდას ემსახურებოდნენ, ამაზეც არაფერი ხომ?
ბოდიშსაც არ მოუხდით თქვენს მაყურებელს?
ასეთი არაფერი გამიგია! ახლა რატომ უნდო დავიჯერო თქვენი, როცა თავად მეუბნები, რომ ამდენი წელი მატყუებდი, ჟურნალისტი კი არა, თურმე პარტიული პროპაგანდისტი იყავი? რა შეგიშლის ხელს, რომ კიდევ მომატყუო, ან რატომ დავიჯერო რომ დღევანდელი სიტყვებიც ტყუილი არ არის და ისევ რომელიმე პარტიის სამსახურში არ დარჩი, ან პატრონის გამოცვლას არ აპირებ და მომავალში არ ჩადგები?!" - წერს მელაშვილი.
0
0