04/09/2023
16:55
პოლიტიკა
ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „შენი შუადღე“ არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მთავარ არხზე“ „ძირეული“ ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც, მისივე თქმით, ახლა „ნაცების ტელევიზია“ აღარ ეწოდებათ.
„სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, ტელევიზიაში ცვლილების შესახებ ინფორმაციას, ტაშით შეხვდნენ, როცა მან თანამშრომლებს უთხრა, რომ ვალდებული აღარ არიან ვინმეს მითითებები გაითვალისწინონ. გაბუნიას აღნიშნა, რომ თანამშრომლები ყველაზე მეტად გრძნობენ იმ სიმძიმეს, როცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მუშაობა უწევთ.
პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ პარტიის ყოფილ და ახლანდელ ლიდერსაც პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგული აქვთ.
0
0