დაახლოებით 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე 2-3 პროცენტის ტვირთები რომ გავატაროთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„საქართველო მოქმედებს პირველ რიგში თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული ფაქტით შეიძლება დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში და ზოგადად ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი. დაახლოებით 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე 2-3 პროცენტის ტვირთები რომ გავატაროთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა კალაძემ.
0
0