
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებით საქართველოს მხარდაჭერით სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 7 ნოემბერს 19:00 საათზე სპექტაკლი ,,შერისხულნი’’ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლ ,,შერისხულნის" ინსცენირება ეფუძვნება, დ.კლდიაშვილის ორ მოთხრობას - ,,მრევლში" და ,,შერისხვა".
ახალგაზრდა მღვდელი შორეული სოფლიდან დადის სოფელში და მოწყვეტილია მრევლს. ამიტომ, სოფელი გადაწყვეტს, რომ პატარა სახლი აუგონ ეკლესიასთან ახლოს. მიწა, რომელზეც მღვდლის სადგომის აშენებას სურთ ადრე ახალ გზად გადააკეთეს, მერე გზათაც აღარ გამოიყენეს...ახლა კი, ეს შესვენებული ადგილი რომელიც კაცია საგუნაშვილს ეკუთვნის, ისევ გაახსენდათ.
კაცია, რომელიც თავს უსამართლოდ დაჩაგრულად გრძნობს, იწყებს ბრძოლას, ბრძოლას ყველას წინააღმდეგ იმ იმედით, რომ წმინდა გიორგი დასჯის დამნაშავეს.
თუმცა, წმინდანის რისხვის მოლოდინში კაცია თავად ნადგურდება...
ეს არის ამბავი, ერთი ადამიანის ტრაგედია არასწორი მოლოდინისა...
0
0