
რუსულმა ავიაკომპანიამ, Азимут-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო.
ჯერ კიდევ 15 მაისს, 18:48:22 საათამდე კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლო, პირადი მონაცემების შეყვანისას სხვა ქვეყნებთან ერთად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც აერჩია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.
0
0