
ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებდი, უფრო დიპლომატიური იყოს, რაც საქართველოს მომავალს ეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
შალამბერიძის თქმით, ეს ადამიანი ახსენებს სამოქალაქო ომს, ბნელს წარსულს, რაც ქვეყანამ დიდი ხანია, წარსულში დატოვა.
„მინდა, პაველ ჰერჩინსკის შევახსენო, რომ ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი რამდენჯერმე გააკეთა, როცა 2003-2012 წლების ბნელი პერიოდი მართლაც ბნელ წარსულს ჩააბარა. ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ციფრებს კარგად გადახედოს, მოსახლეობის რა რაოდენობამ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც არჩეული აქვს ევროპული მომავალი. ციფრებთან დაკავშირებით თუ პრობლემა აქვს, შეგვიძლია, პატარა გაკვეთილიც ჩავუტაროთ. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები ოპოზიციისთვის შველის პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია საშველი გახდა და ევროკავშირის ბიუროკრატები დამწკრივდნენ და ერთმანეთზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებდი, უფრო დიპლომატიური იყოს, რაც საქართველოს მომავალს ეხება. ალბათ, მისგან ახსნა-განმარტებას მოვისმენთ, ამ არადიპლომატიურ განცხადებაზე. ეს ადამიანი ახსენებს სამოქალაქო ომს, ბნელს წარსულს, რაც ქვეყანამ დიდი ხანია, წარსულში დატოვა. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე ასეთი ფრაზებით საუბარი მიუღებელია. ეს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ყველა დიპლომატი უნდა გაემიჯნოს. დიახ, ვფიქრობ, ევროკავშირის ელჩმა ოფიციალური ახსნა-განმარტება საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
0
0