
რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს უფლება ერთდროულად იყოს პარტიის დამფუძნებელიც და „ენჯეოს“ დამფუძნებელიც, მაგრამ როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ფული, რომელიც მოდის „ენჯეოზე“, იხარჯება პარტიული საქმიანობისთვის, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან კარგად იციან დონორებმა, რომლებიც მსგავს პროექტებს აფინანსებენ.
„ეს არის ქართული სახელმწიფოს და იმ პრინციპების უპატივცემულობა, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო - ეს არის პირველ რიგში გამჭვირვალობა და დემოკრატიული ნორმების პატივისცემა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა 1 წლის წინ, როდესაც ამ კანონთან დაკავშირებით მართლა საუკუნის აფერა გათამაშდა. ამ აფერამ 1 დღეც ვერ გაძლო და საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს არის ტყუილი. ამ თემაში ჩაერთნენ წარმოუდგენლად მაღალი რანგის პირები“, - აღნიშნა სუბარმა.
0
0