ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას - კახა კალაძე
02/05/2024
13:40
პოლიტიკა
A-
+A
ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება მიუთითებს, რომ წახალისებულია ძალადობა.
„რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ადამიანი, ვინც ახალისებს ძალადობას და ქმედება, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით იკადრა და გააკეთა, იმაზე მიანიშნებს, რომ წახალისებულია ძალადობა. ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, რის შედეგადაც 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულმა გრიგორიადისმა ციხე დატოვა.
0
0
64
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%