
სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მტკიცეულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას.
„სავარაუდოდ ის თავის ხარჯებით წავიდა. თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა. არაფერი მტკიცებულებ არ სჭირდება, მაგრამ მტკიცეულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას, შემთხვევით კი არ მოუვიდა, არამედ შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას. არ ვიცი, ალბათ ეს ინფორმაციაც გავრცელდება, რა ხარჯებით არის წასული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი გუშინ გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც გერმანელ კოლეგას შეხვდა. დღეს კი დაგეგმილია ვიზიტი ბელგიაში და შეხვედრა შარლ მიშელთან.
0
0